პროექტის სახელი: აკაკი წერეთელი
პროექტის მოკლე აღწერა: აკაკი წერეთლის ცხოვრება
პროექტის სრული აღწერა: შევეცდებით მაქსიმალურად მოვიძიოთ ინფორმაცია აკაკი წერეთლის შესახებ. შევქმნათ ბიოგრაფიის, ოჯახის, ფოტოების, ვიდეოების ბლოგები. აკაკის ბავშვობა, ქუთაისის სასწალებელში გატარებული წლები, რუსეთისკენ, პირველი ლექსები ჟურნალ"ცისკარში",აკაკი
50 წლის იუბილე- თავი მოვუყაროთ ამ მასალას და გავაკეთოთ პრეზენტაცია.
მონაწილეთა ასაკი: 10 წელი
ვადები: 1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მასალის მოძიება ბიბლიოთეკებში,მუზეუმებსა და არქივებში , აგრეთვე ინტერნეტის დახმარებით. დისკუსიის გამართვა, გამოფენის, პრეზენტაციის მოწყობა…
მოსალოდნელი შედეგები: ფოტოალბომი,ლექსების კრებული, პროზის კრებული, ხელნაწერები, პრეზენტაციის გაკეთება ბლოგში შექმნილი მასალების მიხედვით.
სარგებელი სხვებისთვის: მივაწოდოთ სრულყოფილი ელექტრონული ვერსია აკაკის შემოქმედების შესახებ, რომელიც დიდ წვლის შეიტანს მოსწავლის განვითარებაში.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთა/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული - სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა,მუზეუმი, ინტერნეტი …) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების, ბიოგრაფიის გაცნობა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა…
ისტორია - გაეცნობიან ეპოქას, ტრადიციებს, იმ გამოჩენილ ადამიანებს რომლებიც მოღვაწეობდნენ იმ პერიოდში.
საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა,სლაიდების გაკეთება, პრეზენტაციის მოწყობა.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარი გულაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:mari.gulashvili1977@gmail.com
marigulashvili.blogspot.com